2015-10-09

ვორქშოპი: პოსტტრავმული სტრესის მართვა კატასტროფებსა და კრიზისულ სიტუაციებში




6 და 7 ოქტომბერს, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე,  „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) ორგანიზებით, ლაიფციგის უნივერსიტეტისა და თსუს მხარდაჭერით, ფსიქოლოგებისათვის ვორქშოპი გაიმართა. ვორქშოპის თემა შეეხებოდა კატასტროფებსა და კრიზისულ სიტუაციებში პოსტტრავმული სტრესის მართვას, რომელსაც უძღვებოდა ლაიპციგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ინსტიტუტის წარმომადგენელი, ბ-ნ. რეშკე.

ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა. ვორქშოპში მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.



Print

« იხ. ყველა სიახლე