2017-04-21

Rustaveli-DAAD: საინფორმაციო შეხვედრა


24 აპრილს, 17 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტებსათვის „Rustaveli-DAAD“-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გაცნობის მიზნით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 214-ე აუდიტორია

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, მიჰყევით ბმულს

 

Print

« იხ. ყველა სიახლე