2016-04-26

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები 2016 წლის 11 მაისს გაიმართება. შესაბამისი ბრძანება თსუ რექტორმა გამოსცა.

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2016 წლის  22 აპრილს 10:00 საათზე დაიწყება და 2016 წლის 28 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება.

კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებულ აკადემიური საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 2016 წლის 16 მაისიდან შეუწყდება.

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე