2015-11-26

ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართულობისთვის ცხადდება მოხალისე სპეციალისტების მიღება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რამდენიმე წელია ხორციელდება „საჯარო სკოლებში ინტეგრირებული კლასების დაფინანსების“ ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისის რამდენიმე სკოლაში აუტიზმის სპექტრის მქონე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასი.

ინტეგრირებული კლასი ეს არის სპეციალური კლასი, რომელიც აღჭურვილია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსით, სადაც მოსწავლეებს ემსახურებიან ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებლები და საგნის მასწავლებლები მათი ინდივიდუალური  შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს მომავალი სპეციალისტების მოხალისეებად  ჩართვას ინკლუზიური განათლების მიმდინარეობის პროცესში. კლასში მუშაობის მანძილზე ისინი მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც დაეხმარებათ პროფესიულ ზრდასა და შემდგომ დასაქმებაში.

დაინტერესებულ შემთხვევაში მოგვაწოდეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია!

საკონტაქტო პირი: მარიამ მანწკავა mariam.mantskava@tsu.ge   

Print

« იხ. ყველა სიახლე