2015-10-09

სტაჟირების პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის საწყისებში

ბიზნესის სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

სამშაბათს, 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, II კორპუსის 310-ე აუდიტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალ კრედიტ ბანკორპი“ შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან.

კომპანია წარადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის საწყისების სტაჟირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებს პრაქტიკულ ჭრილში გააცნოს მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი ასპექტები.

პროგრამა ხელს უწყობს:

  • ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებას
  • მათ ინტეგრაციას გლობალურ ბიზნესში
  • ბიზნესის სფეროში აუცილებელი უნარ-ჩვევების ათვისებას
  • მომავალი კარიერისთვის მომზადებას
  • ახალგაზრდების დასაქმებას

სტაჟირების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით შეხვედრაზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე