2017-03-21

ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს სტიპენდიები


ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტო აცხადებს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისთვის, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის

სასტიპენდიო პროგრამაზე მიიღება იმ სტუდენტთა აპლიკაციები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლების ერთი აკადემიური წელი. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 500 ევროს, ხოლო დოქტურანტურის სტუდენტებისთვის- 670 ევროს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება 5 თვე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილი

ლატვიის მხარის მიერ შემოთავაზებული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს, ასევე, საზაფხულო სკოლასაც (Summer school), სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 4 მაისი. საზაფხულო პროგრამის განმავლობაში დაფინანსება შეადგენს 711 ევროს. 

დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს შეფასების კომიტეტი. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:www.viaa.gov.Iv/scholarships.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფაილი
Print

« იხ. ყველა სიახლე