2017-07-20

სამეცნიერო კონფერენცია: ნაშრომების მიღება

______________________________

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

ნაშრომების მიღება სამეცნიერო კონფერენციისათვის

" ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებ ათა  აქტუალური პრობლემები 2017"    

25 სექტემბერი , 2017

___________________________________________________________

 


კონფერენციის შესახებ

კონფერენციის მიზანია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროში განხორციელებული კვლევების შედეგების თავმოყრა და გაზიარება ,   ქართველ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა.

კონფერენცია ეძღვნება თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი საერთაშორისო, ორენოვანი, ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის -  “ თსუ ფსიქოლოგია“   -   დაარსებას.


სამუშაო სექციები

ფსიქოლოგია

  • ფსიქოლოგიური კვლევები და  მეთოდოლოგიური პრობლემები
  • გამოყენებითი ფსიქოლოგიური კვლევები

განათლების მეცნიერებები

  • პედაგოგიკის თეორიის თანამედროვე ასპექტები
  • გამოყენებითი კვლევები განათლების მეცნიერებებში


მოთხოვნები

დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი


სამუშაო ენა

ქართული


პუბლიკაცია

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების აბსტრაქტები გამოქვეყნდება ელექტრონული ბროშურის სახით, რომელსაც მოამზადებს თსუ გამომცემბლობა.


აბსტრაქტები

შრიფტი: ქართული აბსტრაქტისათვის arial geo უნიკოდი. ინგლისური აბსტრაქტისათვის Times New Roman. შრიფტის ზომა: 10, სტრიქონთაშორისი ინტერვალი: 1, სიტყვების რაოდენობა: მაქსიმუმ 350 სიტყვა.


მნიშვნელოვანი თარიღები

აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 01.09.2017

აბსტრაქტების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების გაგზავნის თარიღი : 08.09.2017


კონფერენციის მსვლელობა

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

ილია ჭავჭავაძის გამზ. 11ბ მე-3 კორპუსი 0179 თბილისი, საქართველო


გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :    tsu.psychology@tsu.ge

მეილის სათაურის ველში და რეგისტრაციის ფორმის სახელწოდების ველში უნდა განთავსდეს ინფორმაცია შემდეგი ფორმულირებით: მომხსენებლის გვარი, ქვედა ტირე, კონფერენცია, ქვედა ტირე, 2017. მაგ. უზნაძე_კონფერენცია_2017.


ორგანიზატორი

თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამეცნიერო კვლევებისა და განავითარების სამსახური

ელ–ფოსტა: dimitri.chubinidze@tsu.ge 



_________________________

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Faculty of Psychology and Educational Sciences

Call for papers for the Scientific Conference

„Actual Problems of Psychology & Educational Sciences 2017“

25 September, 2017

_________________________________________

 

About conference

The goal of the conference is to bring together Georgian scientists to broaden communication, to discuss current issues of Psychology and Educational Sciences, to share knowledge and experience and to facilitate interdisciplinary research.

The conference is dedicated to the establishment of the scientific journal - TSU PSYCHOLOGY.

Conference Sections

Psychology

  • Psychological Research and methodological problems
  • Applied Psychological Research

Educational Sciences

  • Contemporary Pedagogical theory
  • Applied research in Educational Sciences

 


Language

Georgian

Publication

The abstracts of the papers to be presented at the Conference will be published as an electronic brochure.


Abstracts Submission Guidelines:

Font: Arial Geo for abstracts in Georgian; Times New Roman for abstracts in English.  Interval between the lines 1. Font size: 10 . (maximum of 35 0  words)

Deadline for submitting abstracts is September 1

September 8  - Notification of abstract acceptance


Please fill the application form (Word file) and send to the following email address:

tsu.psychology@tsu.ge


Venue of the Conference

11a, Ilia Chavchavadze Avenue, Block 3, Tbilisi 0179, Georgia


Conference Organizing Committee

Scientific Research & Development Department

TSU Faculty of Psychology & Educational Sciences

Email: dimitri.chubinidze@tsu.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე