2019-07-26

ინფორმაცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2019 წლის საგრანტო კონკურსის Synergy Grants ERC-2020-SyG -ის შესახებ

ინფორმაცია ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2019 წლის საგრანტო კონკურსის Synergy Grants  ERC-2020-SyG  - ის  შესახებ.

განაცხადის წარდგენის  ბოლო   ვადაა 2019 წლის 5 ნოემბერი.   

ევროპული კვლევების საბჭოს გრანტები ხელს უწყობს წამყვან მეცნიერებს და მკვლევრებს, ჩაატარონ უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევა. გრანტის ოდენობა შეადგენს   10 მილიონ ევროს 6 წლის განმავლობაში. კონკურსი ღიაა ყველა სამეცნიერო მიმართულებისთვის და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე წამყვან მეცნიერებს, რომლებთაც აქვთ გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.

წამყვანი ორგანიზაცია (Host Institution) დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებ-გვერდზე :

https://erc.europa.eu/node/ 2289  და   ევროკომისიის   დაფინანსებისა   და   ტენდერების   პორტალზე .


Print

« იხ. ყველა სიახლე