2015-08-18

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი დეკანის არჩევნებს აცხადებს





საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს (საბჭოს სხდომა №11; 17.07.2015) გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ









„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21–ე მუხლის პირველი პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2015 წლის 4 მაისის №50 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:


1.  გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის)  დეკანის არჩევნები;

2.  ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2015 წლის 2 ოქტომბერს 14.00-17.00 სთ.;

3.  დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება მოხდეს 2015 წლის  21 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ( 10.00-18.00 სთ.) ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  კანცელარიაში. მისამართი:  თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი № 11, თსუ  მე-3 კორპუსი, ოთახი 115.


4.   დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

4.1    განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის ვინაობა, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;

4.2    განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
    ა) პირადობის მოწმობის ასლი;
    ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;
    ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების  შესახებ;
    ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის  შესახებ;

4. 3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე–3 მუხლით დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარადგენს ამავე განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას.  

5. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2015  წლის 4 მაისის  №50 დადგენილებით.


Print

« იხ. ყველა სიახლე