2018-01-30

განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და სსიპ ქალაქ თბილისის 128-ე საჯარო სკოლის ერთობლივი მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი სისტემატიურად თანამშრომლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

26 იანვარს, ამ  თანამშრომლობის ფორმატში, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტისა და სსიპ ქალაქ თბილისის 128-ე საჯარო სკოლის ერთობლივი ინიციატივით, უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი კონფერენციის დასკვნითი ტური. დასკვნით ტურზე, ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში,  მონაწილეობა მიიღო 18-მა მოსწავლემ. გამოვლინდა 8 საუკეთესო ნაშრომი.

          

გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს და კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს უნივერსიტეტმა შესაბამისი ხარისხის სიგელები და უნივერისტეტის სიმბოლიკით დამზადებული სხვადასხვა სახის სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

          

 

Print

« იხ. ყველა სიახლე