დეკანის მისალმება




მაქვს პატივი მოგესალმოთ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სახელით 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფსიქოლოგიური და პედაგოგიური საუნივერსიტეტო განათლების ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური და პედაგოგიური წვრთნის საუკუნოვანი ტრადიციითაა შექმნილი და გამდიდრებული. ჩვენთვის - ფაკულტეტისა და პერსონალისთვის - განსაკუთრებული პატივია ამ ტრადიციის გაგრძელება. დაახლოებით 6 სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტით, 60-მდე პროფესორით, 4 საბაკალავრო და 15-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამით, ჩვენ ვართ კავკასიის ყველაზე დიდი აკადემიური გაერთიანება, რომელიც ახორციელებს სასწავლო და კვლევით საქმიანობას ფსიქოლოგიის, განათლებისა და მომიჯნავე ინტერდისციპლინურ მეცნიერებათა სფეროში. ჩვენი დეპარტამენტი დაკომპლექტებულია პროფესორ-მასწავლებლებითა და პერსონალით, რომლებიც იზიარებენ თსუ-ს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მისიას. მიხარია, რომ მიწევს ისტორიული, შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით აღსავსე ფაკულტეტის ხელმძღვანელობა.

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი მოიცავს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტებს, რომლებიც გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, მიმზიდველ, სამომხმარებლო და სამეცნიერო თანამედროვე გამოწვევებზე მორგებულ აკადემიურ პროგრამებს. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ უმაღლესი განათლება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამასთანავე, ვცდილობთ, რომ სტუდენტებს შევუქმნათ იმგვარი აკადემიური/სასწავლო სივრცე, რომელიც ტრანსფერული უნარების განვითარებისა და მობილობის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს მისცემთ.  ფსიქოლოგიური და განათლების მეცნიერებების საუკეთესო სინთეზი და თანამედროვეობის მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნილი ინტერდისციპლინურ პროგრამები კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების სტაბილური გარანტორია.

იმედი მაქვს, შემოგვიერთდებით მისიონერულ მოგზაურობაში - დიმიტრი უზნაძის კვალდაკვალ, გავძლიერდეთ განათლების მეშვეობით და საზოგადოების ყოველ წევრს შევუქმნათ გაუმჯობესებული სასიცოცხლო გარემო.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას და დარწმუნებული ვარ, რომ გამოგვივა ნაყოფიერი თანამშრომლობა და აკადემიური ურთიერთობა.


გისურვებთ წარმატებებს!

თამარ გაგოშიძე, პროფესორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
loading