ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)


სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წესი 
„ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“




პროგრამაზე მისაღებად ორი ეტაპია: 

  1.  ანალიტიკური  ესეი აპლიკანტის მიერ ამორჩეულ თემაზე მითითებულ ლიტერატურაზე დაყრდნობით. მიწოდებული 4 თემიდან აპლიკანტს შეუძლია ამოირჩიოს ერთი თემა და არჩეულ თემაზე დაწეროს ანალიტიკური ესეი. ესეიში უნდა აისახოს გამოყენებულ ლიტერატურაზე მითითებები APA -ს სტანდარტების შესაბამისად. სავალდებულოა, არჩეული თემის შესაბამისად, აქ მოყვანილი წყაროების გამოყენება, დამატებითი ლიტერატურის გამოყენებასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არის.  გაფორმების წესი: ქაღალდი A4. ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს Microsoft Word-ის ფორმატში, Times New Roman გარნიტურის გამოყენებით (ქართული ტექსტის შემთხვევაში, Sylfaen-ში), 12 ზომის კეგლით და სტრიქონებს შორის 1 ინტერვალით. ფურცლის არესა და ტექსტს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 1 ინტერვალს.    მოცულობა: მაქსიმუმ 12 გვერდი.  მის მიერ დამუშავებული ესსე აპლიკანტმა უნდა წარადგინოს საბუთებთან ერთად და ჩააბაროს როგორც ამობეჭდილი სახით, ისე ელექტრონულად CD  დისკით. აპლიკანტი გასაუბრებაზე მიიწვევა წარმოდგენილი ესეის შეფასების შესაბამისად. ესეი ფასდება 60 ქულით. მინიმალური შეფასების ზღვარია 31 ქულა. 
  1. გასაუბრება. ფასდება 40 ქულით.

 ესეის    ვარიანტები:

ფსიქოლოგია  და ანთროპოლოგია 

მორალი და რწმენა

რატომ და რისთვის სჭირდება ადამიანს რიტუალი?


რელატივიზმი - კარგია თუ ცუდი?

ეთნიკურობა თანამედროვე სამყაროში

აკულტურაცია და მულტიკულტურალიზმი



გამოქვეყნების თარიღი:2017-07-17 11:51:20