2019-03-26

პროექტის „ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ საზეიმო გახსნა



გიწვევთ 2019 წლის 1-ლ აპრილს, 11 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში კომბინირებული პროექტის „ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები“ საზეიმო გახსნაზე. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და თსუ იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პროფესორების - მაია ივანიძის, ნონა თოდუასა და ასოცირებული პროფესორის ირინე ხერხეულიძის ინიციატივით, ორგანიზებითა და მონაწილეობით.  
პროექტი ტარდება ორ ეტაპად - სეზონური სკოლა და კონფერენცია. მასში მონაწილეობენ, როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მეცნიერები და პრაქტიკოსები. პროექტში ჩართულები არიან კონკურსის შედეგად შერჩეული სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

Print

« იხ. ყველა სიახლე