2019-05-27

დისკუსია მსჯავრდებულის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თემაზე



გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს, 15:00 საათზე, კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია მსჯავრდებულის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის თემაზე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ინგა სარჯველაძე.

მისამართი: თსუ, 1-ლი აკადემიური კორპუსის 06 აუდიტორია.

დასწრება თავისუფალია.
Print

« იხ. ყველა სიახლე