2019-10-07

მე-2 გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის პროექტის დასკვნითი ღონისძიება


2019 წლის 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსის 006 აუდიტორიაში გაიმართება მე-2 გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის პროექტის: ,,ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ევროპეიზაცია, როგორც პრობლემა და ამოცანა“ დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება ერთობლივი კრებული, ასევე მოხსენებით გამოვლენ პროექტის მონაწილე დოქტორანტები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და გერმანელი აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
იხ. ღონისძიების დღის წესრიგი

Print

« იხ. ყველა სიახლე