2019-05-13

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატ, დოქტ. ირაკლი ყანდაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

 

21 მაისს (სამშაბათს), 17:00 საათზე, თსუ-ის I აკად. კორპუსის 06-ე აუდიტორიაში შედგება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატ, დოქტ. ირაკლი ყანდაშვილის შეხვედრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე დაინტერესებული სტუდენტები გაეცნობიან „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2019 წლის 1 იანვრიდან ახალი წესითა და პროცედურის დაცვით ხორციელდება საადვოკატო პროფესიაში შესვლა.  

შეხვედრის ბოლოს გამოვლინდება ადვოკატ, დოქტ. ირაკლი ყანდაშვილის სახელობითი სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული და გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი.

დასწრება თავისუფალია!

Print

« იხ. ყველა სიახლე