2018-06-29

გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა სტუდენტებთან


29 ივნისს  12:00 საათზე ფიზიკის დიდ აუდიტორიაში (212-ე აუდიტორია) იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია შეხვდა ფაკულტეტის სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესთან განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაწოდებლად.
საორიენტაციო შეხვედრაზე სტუდენტების მიერ დაისვა შეკითხვები და განხილულ იქნა საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა სექტემბრის თვეში.

Print

« იხ. ყველა სიახლე