2018-10-24

ინგლისურენოვანი ლექციების კურსს საგანში „საზღვაო უსაფრთხოება“.



  2018 წლის 12 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე (საერთაშორისო სამართლის მიმართულება), ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის გლობალურ საზღვაო საფრთხეებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის დირექტორის მოადგილე და აშშ-ის საზღვაო სამხედრო აკადემიის მოწვეული ლექტორი პროფესორი ბრიან ვილსონი  ჩაატარებს  ინგლისურენოვანი ლექციების კურსს საგანში „საზღვაო უსაფრთხოება“.

  კურსი 3 კრედიტიანია და მოიცავს: 10 სალექციო დღეს, სავარჯიშოები/გამოკითხვა ჩატარდება ყოველი ლექციის ბოლოს. კურსი დასრულდება დასკვნითი გამოცდით.
კურსის მოკლე შინაარსია: საზღვაო სამართალი და საზღვაო უსაფრთხოება; მეკობრეობა; პერსონალური უსაფრთხოება და სამთავრობო დონეზე თანამშრომლობა; ნაოსნობის თავისუფლება; ნარკოტიკების უკანონო ბრძოლის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო თევზჭერა; ტრეფიკინგი და საზღვაო მიგრაცია; ადამიანის უფლებები და საზღვაო სამართალწარმოება (აღსრულება); საერთაშორისო ქსელების როლი საზღვაო უსაფრთხოებაში; ძალის გამოყენება საზღვაო სამართლის აღსრულებაში; კიბერ დარღვევები და კანონის უზენაესობა; შავი ზღვა და მონტრეს კონვენცია; საზღვაო ბლოკადის სამართალი; საზღვაო ტერორიზმი და სხვ. 

  კურსზე რეგისტრირებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სავალდებულო და დამხმარე ლიტერატურა სრულყოფილად. 
რეგისტრაციის მსურველმა სტუდენტებმა მიმართეთ განცხადებით ასისტენტ პროფესორ ქ-ნ მარიამ კევლიშვილს: თსუ I კორპუსი, 06 კაბინეტი ან ელ.ფოსტა: mariam.kevlishvili@tsu.ge.

რეგისტრაცია დასრულდება 2018 წლის 31 ოქტომბერს.

Print

« იხ. ყველა სიახლე