2019-09-16

იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელების საზეიმო მიღება



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი გიწვევთ პირველკურსელთა საზეიმო მიღებაზე. პირველკურსელებს შეხვდებიან იურდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორები და სტუმრები, დაჯილდოვდებიან მაღალრეიტინგული პირველკურსელები. პირველკურსელებს ელით რამდენიმე სასიამოვნო მოულოდნელობა და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მხიარულ და სამახსოვრო აქტივობაში.

საღამოს ცოცხალი მუსიკალური შესრულებით გააფორმებს სტუდენტური ბენდი „Five in Cube“.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საკნონმდებლო მაცნე და კომპანიები „წყალი მარგებელი“, „რედ ბული“, „ნატახტარი“.
ღონისძიება გაიმართება 16 სექტემბერს, 18:30 საათზე თსუ-ის მეორე კორპუსის შიდა ეზოში (ილია ჭავჭავაძის გამზ. 3, 0179, თბილისი, საქართველო).

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე