2019-09-16

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას!


ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სემინარების განრიგი იურიდიული
ფაკულტეტის  ვებ. გვერდზე განთავსდება 18 სექტემბრის  17:00 საათზე.  
17 სექტემბრის 15:00 საათიდან  ბაზები გაითიშება სასემინარო ჯგუფების
დასარედაქტირებლად. 

სემინარების რეგისტრაციის გასაიოლებლად და ხარვეზების თავიდან
ასაცილებლად ფაკულტეტი ITდეპარტამენტთან შეთანხმებით გეგმავს
სემინარების იმიტირებულ არჩევას. სემინარების იმიტირებული არჩევა
ჩატარდება 19 სექტემბერს 17:00 საათზე. ამასთან გაცნობებთ, რომ
ზოგიერთ სალექციო ნაკადზე ჯგუფების გათანაბრების მიზნით შესაძლოა
მოხდეს ადგილების დამატება. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ
სემინარების იმიტირებული არჩევის დროს განხორციელებული
ცვლილებები არ შეგენახებათ და არჩეული ლექცია/სემინარები წაიშლება 20
სექტემბერს 11:00 საათზე.

სტუდენტებისათვის ბაზები გაიხსნება და  სემინარების არჩევა 
შესაძლებელი იქნება 20 სექტემბრის 17:00 საათიდან.
ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან
გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას შესაძლოა დაემატოს ადგილები
ზოგიერთ სავალდებულო საგანს (სასემინარო ნაკადების
გასაწონასწორებლად), ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება
მათზე რეგისტრაციაც.

20 სექტემბერს 17:00 საათზე სემინარებთან ერთად გააქტიურდება ასევე
უცხო ენები და შეძლებთ რეგისტრაციას. უცხო ენებზე რეგისტრაციის
საკითხთან დაკავშირებით პრობლემების არსებობისას უნდა მიმართოთ
ენათა ცენტრს, მე-5 აკადემიური კორპუსი. 

მიაქციეთ ყურადღება, რომ ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული
ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს  სავალდებულო საგნების
ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის სხვა სავალდებულო საგნებს ან
სემინარებს. არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული,
მობილობით გადმოსული ან აკადემიური დავალიანების მქონე
სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ, გთხოვთ
გაითვალისწინოთ, რომ, მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის
მიერ შეთავაზებულია 106 (სავალდებულო/არჩევითი) დისციპლინა და
დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძებელია. არჩევითი საგნის
სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში შეგიძლიათ
დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით დისციპლინაზე, ძალიან ბევრ არჩევით
დისციპლინაზე არის რეგისტრაციის შესაძლებლობა. 

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ
თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების
დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს
პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა
გზით).

თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის
დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა
სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია სემინარზე
დასწრება მის სხვა ნაკადში, რეგისტრაციის შეცვლის გარეშე.
სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში
გთხოვთ, მოგვმართოთ Lms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან
დაკავშირებული პრობლემები“ (ან იურიდიული ფაკულტეტის
კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი
პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები).
ყველა განცხადება განიხილება 24 სექტემბრის  ჩათვლით და
შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა.

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური
ცხრილის შედგენას!
Print

« იხ. ყველა სიახლე