2019-06-03

გაგრძელდა ვადა ნაშრომების მიღებაზე ჟურნალ „თსუ სამართლის მიმოხილვის“ 2019 წლის გამოცემისთვის


 

გაცნობებთ , რომ გაგრძელდა ვადა ნაშრომების მიღებაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის – „ თსუ სამართლის მიმოხილვის “ (TSU LAW REVIEW) 2019 წლის გამოცემისთვის .

 

1. ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვთ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის , მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის / სემესტრის სტუდენტებს ;

 

2. ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს მაქსიმუმ ორი თანაავტორი ;

 

3. ჟურნალში დაბეჭდილი ნაშრომის ავტორ ( ებ ) ის შესახებ ინფორმაცია მითითებული იქნება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მდგომარეობით ;

 

4. ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით , რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული ;

 

5. ნაშრომი შეიძლება მომზადდეს სამართლის ნებისმიერი მიმართულებით , შემოთავაზებული შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში :

 

) სტატია ; ) საკანონმდებლო ცვლილების ანალიზი ; ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი ; ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა .

 

6. ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები :

 

)   ნაშრომი ( ქართულ ენაზე ) , რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს , ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით ; )   რეზიუმე ( ქართულ ენაზე ) , რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს ; ) ნაშრომის თემატიკის სფეროში შესაბამისი სპეციალისტის   კვალიფიციური რეცენზია  ( მისი გამცემი პირის ხელმოწერით ), რომელიც გაცემულია ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ან სასწავლო პროგრამების განხორციელებაში ჩართული პირის მიერ ;

 

7. ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული ( შესავალი , ძირითადი ნაწილი , დასკვნა ). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს ;

 

8. ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word- ის დოკუმენტში , ქართული ტექსტი AcadNusx- ის , ხოლო , უცხოენოვანი Times New Roman- ის ფონტით . ნაშრომის ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა 12, სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა 10. სტრიქონებს შორის დაშორება ერთი ინტერვალი ;

 

9. ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს / სტილს ( იხ . დანართი 1), ხოლო რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან ( იხ . დანართი 2);

 

10. ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება რედაქციის მიერ სამეცნიერო საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე , ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის , ასევე ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით . რედაქცია იტოვებს უფლებას , ავტორ ( ებ ) თან შეთანხმებით , ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები ; მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ტექსტი ავტორ ( ებ ) არ უბრუნდება . ამასთან , რედაქციისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება ;

 

11. ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა . საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული . თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს ;

 

12. დოკუმენტების წარმოდგენა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით , შემდეგ ელფოსტის მისამართზე lawrev@tsu.ge ( ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ იქნება განხილული ).

 

იხ .   ჟურნალის წინა გამოცემები 

იხ .   ჟურნალის Facebook გვერდი  

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად / კონსულტაციის გასავლელად მიმართეთ რედაქციას ზემოთ მითითებულ მისამართებზე .

Print

« იხ. ყველა სიახლე