2019-01-24

გიწვევთ 2019 წლის 22-28 თებერვალს საქართველოს საერთო სასამართლოების 2019 წლის ზამთრის სკოლაში მონაწილეობისთვის.



გიწვევთ 2019 წლის 22-28 თებერვალს საქართველოს საერთო სასამართლოების 2019 წლის ზამთრის სკოლაში მონაწილეობისთვის. ზამთრის სკოლა ტარდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდითა და შემდეგი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით:  ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი (EU4Justice), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG), ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში (CoE),  გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის  (OHCHR) ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ (HR4ALL).

ზამთრის სკოლის მონაწილეები არიან საერთო სასამართლოების სამართლებრივი უზრუნველყოფის რგოლების თანამშრომლები. დამატებით 5 მონაწილე შეირჩევა კონკურსანტებისგან, რომლებიც არ არიან დასაქმებულები საერთო სასამართლოების სისტემაში, არიან სამართლის საბაკალავრო სწავლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან სამაგისტრო სწავლების სტუდენტები (შერჩევის კრიტერიუმები დეტალურად იხილეთ დაბლა).  

2019 წლის ზამთრის სკოლის პროგრამით გათვალისწინებულია სესიები მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებზე. ზამთრის სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეთა როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ცალკეულ საკითხებზე (მაგალითად დისკრიმინაციის აკრძალვა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი პრაქტიკის მიმოხილვას, ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებას, სამართლებრივ კვლევასა და წერას, სასამართლოში  და მხარეებთან კომუნიკაციას. ზამთრის სკოლის მომხსენებლები არიან მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.

ზამთრის სკოლის პროგრამით ასევე გათვალისწინებულია პრაქტიკული დავალებების შესრულება, რომლის საფუძველზე გამოვლინდებიან სკოლის საუკეთესო მონაწილეები. 

ზამთრის სკოლის ძირითადი სამუშაო ენა იქნება ინგლისური და ქართული. 

სასამართლოს ზამთრის სკოლაში მონაწილეობისთვის ვიწვევთ:
სამართლის საბაკალავრო სწავლების დამამთავრებელი კურსის ან სამართლის სამაგისტრო სწავლების სტუდენტებს;
რომლებიც სამუშაო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას;
დაინტერესებული არიან საერთო სასამართლოების სისტემის ფუნქციონირებით.  

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე supportjudiciary@eu4justice.ge  უნდა წარმოადგინონ CV (EuroPass ფორმატში შევსებული), ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (IELTS 7.0/TOEFL 80/Cambridge B2), სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. წერილის სათაურში მიუთითეთ „სტუდენტი“.  

ზამთრის სკოლაში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: 
I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კონკურსანტების შერჩევა; 
II ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში (სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში); 
III ეტაპი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.  

ზამთრის სკოლა ჩატარდება ქალაქგარეთ და მასში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფენ ზამთრის სკოლის მხარდამჭერი ორგანიზაციები. 
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე office@eu4justice.ge  

Print

« იხ. ყველა სიახლე