2019-03-07

განმარტებები აკადემიური რეგისტრაციების პროცესთან დაკავშირებით.


 

გაცნობებთ, რომ დღეს, 7 მარტს, 17:00 სთ-ზე ჩატარდება კიდევ ერთი იმიტირებული რეგისტრაცია Lms.tsu.ge -ზე. გარკვეული ხარვეზები, რაც იყო  Lms.tsu.ge-ს ბაზაში გამოსწორდა და ამ ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა სტუდენტთა ჩართულობა და აქტიურობა. იურიდიული ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციების პროცესს ფაკულტეტის სტუდენტები შეხვდნენ მომზადებულები, ამდენად, გთხოვთ, მაქსიმალურად ყველამ მიიღოთ მონაწილეობა საგნების იმიტირებულ არჩევაში.   საგნები გამოჩნდება გრაფიდან ,,წინასწარი რეგისტრაციები.” გთხოვთ, არ განახორციელოთ პროგრამის ცვლილება, რადგან ამ ეტაპზე გიჩანთ ის პროგრამა, რომელზეც სწავლობთ. ამასთან, გაცნობებთ, რომ ყველა არჩეული დისციპლინა შემდგომ წაიშლება.  

გთხოვთ ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოიწეროთ ან Sms.tsu.ge ან  Lms.tsu.ge- დან, გრაფიდან „აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“. ფაკულტეტი იზრუნებს იმაზე, რომ ტექნიკური ხარვეზები IT დეპარტამენტთან თანამშრომლობით იქნას აღმოფხვრილი.

ასევე გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამულად სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესები არის მე-5 სემესტრის დისციპლინები, ფაკულტეტმა, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება მათი ამ სემესტრში შეთავაზების შესახებ (ერთ ნაკადად). ამდენად, ამ სემესტში შეთავაზებული იქნება სამოქალაქო სამართლის პროცესი 1 და სისხლის სამართლის პროცესი (ზოგადი ნაწილი). ცხრილებში შევიდა შესაბამისი ცვლილებები და გთხოვთ, გაეცნოთ. ამასთან, სტუდენტებს, რომელთაც პროგრამულად ესაჭიროებათ ერთსემესტრიანი პროცესი, ბაზამ უნდა გაუხსნას შესაბამისი დისციპლინა.

ასევე, ამ სემესტრში შემოთავაზებული იქნება რამდენიმე 4 კრედიტიანი საგანი   ძველი პროგრამის სტუდენტთათვის.

იხ. ჩამონათვალი:

-          შედარებითი საკუთრების სამართალი

-          ტერორიზმის სოციალურ-სამართლებრივი ასპექტები

-          მედია სამართალი

-          საჯარო მმართველობა და ადამიანის უფლებები

-          ეფექტიანი მოლაპარაკების წარმოება

-          საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა სისხლის სამართალში

-          სამართლის სოციოლოგია

გაცნობებთ,   რომ განცხადებები დამატებით სემესტრთან დაკავშირებით   და საგნის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიიღება 11 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, აღნიშნული მოთხოვნა გამოაგზავნოთ Lms.tsu.ge-ს ბაზაში შესაბამისი გრაფიდან, მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში დამატებით სემესტრთან დაკავშირებით მითითებული იყოს საჭირო კრედიტების რაოდენობა. მას შემდეგ, რაც მოთხოვნილი კრედიტები აგესახებათ Lms.tsu.ge - ზე შეძლებთ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლას (თანხის გადახდა). შეგახსენებთ, რომ საგნის გაუმჯობესების თაობაზე მომართვის შემთხვევაში, გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ სასურველი პროფესორი, ასეთ შემთხვევაში უნდა აცნობოთ ფაკულტეტს ამის შესახებ და ბაზაში უნდა დატოვოთ მოთხოვნილი საგნის შესაბამისი კრედიტი.

ამასთან ერთად, გაცნობებთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საფეხურზე დაიწყება 13 მარტს, 17:00 სთ-ზე, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე 12 მარტს, 17:00 სთ-ზე. დამატებითი ინფორმაცია აკადემიური რეგისტრაციებთან დაკავშირებით განთავსდება ფაკულტეტის ვებ. გვერდზე.

 

 

ძალიან გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ არის შემთვევები, როდესაც სტუდენტები ტელეფონიდან ცდილობენ LMS.TSU.GE-ზე შევლას და ვერ ახერხებენ ან აგდებთ მათ სისტემიდან. ეს განპირობებულია სტუდენტის ტელეფონის ბრაუზერის „google chrome” -ის პარამეტრების გამო.

შებრძანდით ტელეფონის ბრაუზერში აირჩიეთ settings და მიყევით  ინსტრუქციას

Print

« იხ. ყველა სიახლე