2019-03-14

გაიმართა ტრეინინგი თემაზე: „როგორ ვმართოთ აქტიური აკადემიური ონლაინპროფილი“



14 მარტს, თსუ II აკადემიური კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (135-ე აუდიტორია) გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ როგორ ვმართოთ აქტიური აკადემიური ონლაინპროფილი“. ღონისძიებას წარუძღვა არჩილ ჩოჩია — ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარი და „ევროპული კვლევების ბალტიური ჟურნალის “(“Baltic Journal of European Studies”) რედაქტორი. შეხვედრა დაეთმო აკადემიური პროფილის ონლაინ შექმნას, მართვასა და მის მნიშვნელობას აკადემიურ იმიჯზე. აგრეთვე, შეხვედრაზე განხილულ იქნა, სამეცნიერო სტატიის საერთაშორისო მკითხველისთვის გამოქვეყნებისა და საამისოდ გამოსადეგი ჟურნალის შერჩევის შესაძლებლობები.

იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა.

Print

« იხ. ყველა სიახლე