საქართველოში სისხლის სამართალში ადვოკატირების პირველ იმიტირებულ პროცესში თსუ-ის გუნდმა გაიმარჯვა

2011-12-02

საქართველოში სისხლის სამართალში ადვოკატირების პირველ იმიტირებულ პროცესში თსუ-ის გუნდმა გაიმარჯვა

2011 წლის, 1-2 დეკემბერს თბილისში, USAID/JILEP-სა და თსუ-ის იურიდიული

ფაკულტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის მხარდაჭერით

საქართველოში სისხლის სამართალში ადვოკატირების პირველი იმიტირებული პროცესი

ჩატარდა. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა საქართველოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან

წარმოდგენილი ოთხ-ოთხ კაციანი გუნდები.

პირველ დეკემბერს გაიმართა შესარჩევი ეტაპი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ოთხი

ნახევარფინალისტი.

დასკვნით ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გამარჯვებული გუნდი გამოავლინა ჟიურიმ, რომელმაც ერთხმად მიანიჭა გამარჯვება თსუ-ის გუნდს.

გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასი და სერტიფიკატები.

გუნდის ხელმძღვანელი: დავით მუზაშვილი

გუნდის წევრები:

ქეთევან კანდელაკიშვილი

ქეთევან ქისტაური

მარიამ ურმაშვილი

ივანე ჩიტაშვილი

Print

« იხ. ყველა სიახლე