ნოვაციო

        „ნოვაციო“

ორგანიზაცია "ნოვაციო" არის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაცია არსებობდა 2015 წლიდან საინიციატივო ჯგუფის სახელით, ხოლო მისი იურიდიული რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 1 ივნისს.

ორგანიზაცია აერთიანებს 16–დან 30 წლამდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებია: ხარისხი, სიახლე, კრეატიულობა და პასუხისმგებლობა!
ორგანიზაციის მთავარი დეპარტამენტებია:
•    იმიტირებული პროცესების დეპარტამენტი
•    იმიტირებული გამოძიების დეპარტამენტი
•    საჯარო გამოსვლების დეპარტამენტი
•    საჯარო ლექციებისა და ტრენინგების დეპარტამენტი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ნოვაციოს" მიზნებია:
– ახალგაზრდების სამართლებრივი და კულტურული თვითშეგნების ამაღლება;
– ახალგაზრდებში განათლების დონის გაუმჯობესება და ამ მიზნით არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია;
– ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
– სპორტული, კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელება.

ორგანიზაცია  პროექტების, ღონისძიებებისა და ჩემპიონატების ორგანიზებით ხელს უწყობს თაობათა ინტეგრაციას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდების დაახლოებას და ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ამჟამად ორგანიზაცია „ნოვაციოს“  პრეზიდენტია,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი , გალინა დავლაშერიძე.

ორგანიზაციაში გაწევრიანება შეუძლიათ თბილისის მასშტაბით არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:

მობ: +995571193161

Facebook

გამოქვეყნების თარიღი:2018-01-22 16:00:19