საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან პროფესორ ლევან ალექსიძის ინიციატივითა და თაოსნობით შეიქმნა და განვითარდა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1990 წელი, სექტემბერი), რომელმაც დასაბამი მისცა საერთაშორისო სამართლის დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებას საქართველოში.
2005 წლიდან საერთაშორისო სამართლის მიმართულება სამივე საფეხურის პროგრამებს იურიდიული ფაკულტეტის ფარგლებში ახორციელებს.
2010 წლიდან შეიქმნდა ივ. ჯავახიშვილის სახელბობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი სტრუქტურული ერთეული საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი ახორციელებს შემდეგ აკრედიტირებულ სასწავლო პროგრამებს:
Საბაკალავრო პროგრამა (კვალიფიკაცია: იურისტი სპეციალიზაცია საერთაშორისო სამართლი)
სამაგისტრო პროგრამა (კვალიფიკაცია: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი)
Სადოქტორო პროგრამა (კვალიფიკაცია: სამართლის დოქტორი, მიმართულება საერთაშორისო სამართალი)
საერთაშორისო სამართლის სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები სამართლის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებულიო სავალდებულო სასწავლო კომპონენტების გარდა, დეტალურ ცოდნას იღებენ საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტებისგან შემდეგი მიმართულებებით:
საერთაშორისო საჯარო სამართალი; საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი; საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კომპანიების სამართალი; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; საერთაშორისო საზღვაო სამართალი; ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი; საერთაშორისო სისხლის სამართალი; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი; საერთაშორისო საჰაერო სამართალი; სანაოსნო სამართალი; საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი; საერტაშორისო ეკონომიკური სამარტალი; ევროკავშირის სამართალი; იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო სამართალში; დიპლომატიური სამართალი; საკონსულო სამართალი; კურსები ინგლისურ ენაში (გაღრმავებული ინგლისური და სამართლებრივი ინგლისური) და სხვა.
სასწავლო პროცესის სავალდებულო და არჩევითი კომპონენტების გარდა, ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს ექსტრაკურიკულარულ აქტივობებში (მოკლევადიანი სკოლები, ტრენინგები, კონფერენციები და საერთაშორისო სამართლის ადგილობრივი და საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესები) მონაწილეობის შესაძლებლობას.
საერთაშორი სამართლის სპეციალობით მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სტუდენტები შეისწავლიან საერთაშორისო სამართლის თანამედროვე სამართლებრივი მეცნიერების აქტუალურ პრობლემებს; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ურთიერთკავშირისა და ურთიერთმიმართების საკითხებს; არსებული თანამედროვე პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის ძირითად მეთოდურ პრინციპებს, ეროვნული და უცხოური გამოცდილების გამოყენებით და ა.შ. მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცებასთან ერთად, შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ სათანადო პრაქტიკული და სამეცნიერო უნარ-ჩვევები.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას. 1996 წლიდან გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) „საერთაშორისო სამართლის ჟურნალი“, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს საერთაშორისო-სამართლებრივი მეცნიერების განვითარებაში.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინსტიტუტის ეგიდით, ხდება სამეცნიერო კვლევების შედეგების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობა.
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებთან: საქართველოს იუსტიციის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან; საქართველოს პროკურატურასთან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან; ქ. თბილისის მერიასთან; საქართველოს იურიდიულ დახმარების სამსახურთან; საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან (GBA), პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის ოფისთან;
ეროვნული დაწესებულებების გარდა, ინსტიტუტი თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ინსტიტუტს აქვს თანამშრომლობის ხანგრძლივი პრაქტიკა საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.