2017-07-03

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


 ა/წ 23 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მეორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - პროფ. ირაკლი ბურდულმა და  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. აკაკი ბაკურაძემ.

  ურთიერთთანამშრომლობის მიზანია მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა როგორც საუნივერსიტეტო, ისე სახელმწიფოებრივ სივრცეში, აკადემიური თანამშრომლობა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მედიაციის კლინიკის დაფუძნებისათვის, სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის, მედიაციის სწავლების მეთოდოლოგიის სრულყოფის ურთიერთმხარდაჭერა და მედიაციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში ინსტიტუციონალური გამოცდილების გაზიარება, მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნულ კონკურსში სტუდენტური გუნდების მონაწილეობის მხარდაჭერა, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აკადემიური შინაარსის ღონისძიებების ორგანიზება.

  მემორანდუმს ხელი მოეწერა მედიაციის ცნობიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში,  რომელიც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით ხორციელდება.

იხ. ფოტოგალერეა



Print

« იხ. ყველა სიახლე