2017-07-03

ტრენინგი ადვოკატებისათვის თემაზე: "კლიენტის წარმომადგენლობა მედიაციაში"


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით ა/წ 26 ივნისს   ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტ ში გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: კლიენტის წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში.

ტრენინგი მიზნად ისახავდა ადვოკატებისთვის საქმიანობის ახალი სფეროს - მედიაციის საკანონმდებლო მოწესრიგების პერსპექტივების, მედიაციაში კლიენტის წარმომადგენლობის   მნიშვნელობის,   მედიაციის პროცესში ადვოკატთა   სახეცვლილი ეთიკ ური მოვალეობების, მედიაციის პროცესის ფაზებისა და ძირითადი პრინციპების გაცნობას.

ტრენინგ ში მონაწილეობდა 27 ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ქუთაისის რეგიონალური ოფისის მენეჯერი - ეკა გაბედავა. მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

ტრენინგს უძღვებოდნენ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ექსპერტები, სერ იფიცირებული მედიატორები - გიორგი ცერცვაძე, ნათია ჩიტაშვილი და ლევან ჯანაშია.

მედიაციის ცნობიერების ამაღლების პროგრამა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG) “  ხელშეწყობით ხორციელდება.

იხ. ფოტოგალერეა

Print

« იხ. ყველა სიახლე