2018-02-12

პროფესორ კლაუს კრესის საჯარო მოხსენება თემაზე: „აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედება“




  2018 წლის 12 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორმა კლაუს კრესმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედება“.

  კლაუს კრესი არის კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტის, ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების - რომის სტატუტისა და, შემდგომ, აგრესიის დანაშაულის შემადგენლობის ჩამოყალიბების საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში.

  საჯარო ლექციას, პროფესორ კლაუს კრესთან ერთად, უძღვებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი მერაბ ტურავა და ასისტენტი გიორგი დგებუაძე. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია აგრესიის დანაშაულზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების კომპლექსურ საკითხებზე.  

Print

« იხ. ყველა სიახლე