უმაღლესი განათლების როლი იურიდიული პროფესიის განვითარებაში
უმაღლესი განათლების როლი იურიდიული პროფესიის განვითარებაში
2012 წლის 18 მაისს, 18:00 საათზე, თსუ I კორპუსი, აუდიტორია (N 006)
იურიდიული ფაკულტეტის ღონისძიება – „უმაღლესი განათლების როლი იურიდიული პროფესიის განვითარებაში“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია და
იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები;
მოწვეულნი არიან შემდეგი ორგანიზაციებისა და სტრუქტურების წარმომადგენლები:
• საქართველოს უზენაესი სასამართლო
• თბილისის სააპელაციო სასამართლო
• საქალაქო სასამართლო
• საკონსტიტუციო სასამართლო
• პროკურატურა
• ადვოკატურა
• ნოტარიუსთა პალატა
• განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
• იუსტიციის სამინისტრო
• ფინანსთა სამინისტრო
• სასჯელაღსრულების სამინისტრო
• პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო
• აღსრულების ეროვნული ბიურო
• ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
• პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი
• საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტი
• თბილისის მერიის იურიდიული სამსახური
• კონტროლის პალატა
შეხვედრის მიზანია იურიდიულ ფაკულტეტზე მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების
განვითარებაში დასაქმებულების უფრო მეტი ჩართულობა და შესაბამისად დასაქმების
ბაზარზე კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობის ამაღლება; უნივერსიტეტის როლის
განსაზღვრა დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფაში.
« იხ. ყველა სიახლე