სამეცნიერო პროექტი: "ნაფიც მსაჯულთა დანერგვის შესწავლისა და ანალიზისათვის"

2012-07-19

სამეცნიერო პროექტი: "ნაფიც მსაჯულთა დანერგვის შესწავლისა და ანალიზისათვის"

2012 წლის 21 ივლისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (თსუ, II კორპუსი,

II სართული) გაიმართება ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ დაფინანსებული

სამეცნიერო პროექტის, "ნაფიც მსაჯულთა დანერგვის შესწავლისა და ანალიზისათვის",

ანგარიშის პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრებიან მოსამართლეები, ადვოკატები,

პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

პროექტი "ნაფიც მსაჯულთა დანერგვის შესწავლისა და ანალიზისათვის” 2011 წლიდან

ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს

ინსტიტუტის ანალიზსა და საფუძვლიან სამეცნიერო კვლევას.

Print

« იხ. ყველა სიახლე