2017-07-03

საჯარო ლექცია თემაზე: მედიაცია - საქმიანობის ახალი სფერო საქართველოში და სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით ა/წ 27 ივნისს  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: მედიაცია - საქმიანობის ახალი სფერო საქართველოში და სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები.

  საჯარო ლექცია მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის მედიაციის ინსტიტუტის არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების, მედიაციის კანონპროექტის და მის საფუძველზე რეგულირების პერსპექტივების, დავის გადაწყვეტის საშუალებათა სისტემაში მედიაციის უპირატესობების, მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ეთიკური მოვალეობების, მედიაციის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაციის პროცესში სამედიაციო საქმიანობის პროფესიად ფორმირების პერსპექტივების გაცნობას. 

  საჯარო ლექციას ესწრებოდნენ მოსამართლეები, სასამართლოს თანამშროლები, ადვოკატები, ჟურნალისტები, ნოტარიუსები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

  საჯარო ლექციას უძღვებოდნენ თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ექსპერტები, აკრედიტებული მედიატორები: გიორგი ცერცვაძე, ნათია ჩიტაშვილი და ლევან ჯანაშია.

  მედიაციის ცნობიერების ამაღლების პროგრამა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ ხელშეწყობით ხორციელდება.

იხ. ფოტოგალერეა

Print

« იხ. ყველა სიახლე