კონფერენცია თემაზე: "კრიმინოლოგიური მიდგომა დანაშაულის და სასჯელის მიმართ"

2010-06-24

კონფერენცია თემაზე: "კრიმინოლოგიური მიდგომა დანაშაულის და სასჯელის მიმართ"

2010 წლის 24 ივნისს ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NOღLAG) ორგანიზებით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით სასტუმრო `ქორთიად მერიოტში~ მოეწყო კონფერენცია თემაზე: "კრიმინოლოგიური მიდგომა დანაშაულის და სასჯელის მიმართ". კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს ექსპერტებმა ნორვეგიიდან პროფესორმა ნილს კრისტიმ, მოსამართლე ივარ უიტფელდმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის კრიმინოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა სამართლის დოქტორმა მორის შალიკაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ: სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ქალბატონი ხათუნა კალმახელიძე, პარლამენტის წევრი ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი, ნორვეგიის ელჩი აზერბაიჯანსა და საქართველოში ბატონი იონ რამბერგი, ევროპული თანამეგობრობის ელჩი საქართველოში ბატონი პერ ეკლუნდი, მოსამართლეები, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი მზია ლეკვეიშვილი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები სამართლის დოქტორები ირაკლი დვალიძე და ალექსანდრე გიორგიძე. ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიამ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საჩუქრად გადასცა ბატონ მორის შალიკაშვილის კრიმინოლოგიის სახელმძღვანელო.

ფოტოგალერეა
Print

« იხ. ყველა სიახლე