ოთარ გამყრელიძის 80 წლის იუბილე

2013-01-22

ოთარ გამყრელიძის 80 წლის იუბილე

2103 წლის 23 იანვარს, 14:00 საათზე, თსუ-ის I კორპუსში, სააქტო დარბაზში იურიდიულ

მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, პუბლიცისტის ოთარ გამყრელიძის 80 წლის

იუბილესთან დაკავშირებით მოეწყობა შეხვედრა.

1958-1963 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1990-1997 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიწვეული მეცნიერ-კონსულტანტი.

1991-2006 წლებში სამეცნიერო მუშაობის პარალელურად საქართველოს ადვოკატთა

კოლეგიის წევრია და გამოდის სასამართლო პროცესებზე. პარალელურად აქტიურად

თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან.

2007 წლიდან ოთარ გამყრელიძის რედაქტორობით გამოდის სამართლებრივი ჟურნალი

”ცხოვრება და კანონი”. ო. გამყრელიძეს გამოქვეყნებული აქვს პუბლიცისტური ნაშრომები.

მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ათამდე ასპირანტი და დოქტორანტი. გამოქვეყნებული

აქვს სამასამდე სამეცნიერო ნაშრომი.

Print

« იხ. ყველა სიახლე