შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორ – ხატია დეკანოიძესთან და აკადემიის ადმინისტრაციის უფროს – დავით მესხიშვილთან

2010-07-01

შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორ – ხატია დეკანოიძესთან და აკადემიის ადმინისტრაციის უფროს – დავით მესხიშვილთან

2010 წლის 1 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი მზია ლეკვეიშვილი და კრიმინალისტიკის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე სამართლის დოქტორი ნინო გოგნიაშვილი შეხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორს ხატია დეკანოიძესა და აკადემიის ადმინისტრაციის უფროსს დავით მესხიშვილს. შეხვედრამ სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აქტუალურია როგორც ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისათვის ასევე პოლიციის აკადემიისათვის. დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობა პოლიციის აკადემიასა და კრიმინალისტიკის ცენტრს შორის. რაც ხელს შეუწყობს კრიმინალისტიკის დარგის განვითარებასა და სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარჩვევების ჩამოყალიბებას.

Print

« იხ. ყველა სიახლე