ნინო გოგნიაშვილის წიგნის ,,კრიმინალისტიკა’’ პრეზენტაცია

2012-05-17

ნინო გოგნიაშვილის წიგნის ,,კრიმინალისტიკა’’ პრეზენტაცია

2012 წლის 21 მაისს, 18:00 საათზე, თსუ I კორპუსი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზი (№115)



ნაშრომში განხილულია კრიმინალისტიკის კურსის მეთოდოლოგია და დანაშაულთა გახსნის

ტექნიკის მნიშვნელოვანი საკითხები. წიგნი განკუთვნილია სახელმძღვანელოდ უმაღლესი

სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, ექსპერტ-კრიმინალისტებისა და

პოლიციის აკადემიის მსმენელთათვის.

ნაშრომი დახმარებას გაუწევს ასევე ოპერატიული სამსახურის მუშაკებს, გამომძიებლებს,

პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებსა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ მკითხველს.

აღნიშნული ნაშრომი არის კრიმინალისტიკის პირველი ფერადი გამოცემა. წიგნში

ახლებურადაა წარმოდგენილი კრიმინალისტიკური ტექნიკის ნაწილი, რომელშიც განხილულია

თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათი გამოყენების წესი, ძირითადი მეთოდები და ხერხები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და დათვალიერების შედეგად ამოღებული

მტკიცებულებების შემდგომი გამოკვლევის ეტაპზე, ვინაიდან სამეცნიერო-ტექნიკური

საშუალებების გამოყენების ეფექტურობა სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების

დადგენაში სწორედ სამეცნიერო -ტექნიკური საშუალებების ხარისხზე და მათ სწორად

გამოყენებაზეა დამოკიდებული და ეყრდნობა იმ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რომელიც ასე სწრაფად ვითარდება.

Print

« იხ. ყველა სიახლე