შეხვედრა ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთან - ანა მარგარიანთან

2010-06-29

შეხვედრა ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთან - ანა მარგარიანთან

2010 წლის 29 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტისა და ამავე ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები პროფესორი მზია ლეკვეიშვილი და პროფესორი გურამ ნაჭყებია, სამართლის დოქტორები მორის შალიკაშვილი, ირაკლი დვალიძე და ალექსანდრე გიორგიძე შეხვდნენ ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს ანა მარგარიანს.

შეხვედრამ სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა. დისკუსია გაიმართა საქართველოსა და სომხეთში უკანასკნელ წლებში განხორციელებული სამართლებრივი რეფორმებისა და სამეცნიერო კვლევების ირგვლივ. თბილისის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სისხლის სამართლის მიმართულებათა ინსტიტუტებს შორის დაიგეგმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა.

Print

« იხ. ყველა სიახლე