ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის

2012-05-30

ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი”,

ტეხასის სამართლის სკოლასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI)

თანამშრომლობით ატარებს ტრენინგს მედიაციაში, საქართველოს სამართლის

ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

ტრეინინგი მიმართულია, საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასწავლო

კურსის დანერგვასა და კურიკულუმის განვითარებისკენ. ტრეინინგის მიზანია საქართველოს

უმაღლესი სასწავლებლების სამართლის ფაკულტეტების/სკოლების პროფესორ-მასწავლებლების მომზადება.

ტრეინინგს გაუძღვება სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორი, ”ფრანკ ევანსის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის” დირექტორი, ქ-ნ კიმ კოვაკი. იგი ჩატარდება

მიმდინარე წლის 18-27 ივნისს, შემდეგი განრიგით:

• 18 ივნისი, ორშაბათი         9.00-18.00 სთ;

• 19 ივნისი, სამშაბათი    9.00-18.00 სთ;

• 20 ივნისი, ოთხშაბათი    9.00-18.00 სთ;

• 21 ივნისი, ხუთშბათი    9.00-18.00 სთ;

• 22 ივნისი, პარასკევი    9.00-18.00 სთ;

• 23 ივნისი, შაბათი    9.00-18.00 სთ;

• 25ივნისი, ორშაბათი    9.00-18.00 სთ;

• 26 ივნისი, საშაბათი    9.00-18.00 სთ;

• 27 ივნისი, ოთხშაბათი    13.00-17.00სთ.

ტრეინინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დაინტერესების შემთხვევევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელ-

ფოსტაზე: apply.ncadr@tsu.ge. სათაურის ხაზში (Subject Line) მიუთითეთ:

“ტრენინგი მედიაციაში პროფესორ-მასწავლებლებისათვის”.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 5 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით: apply.ncadr@tsu.ge

ან ტელეფონით: 577553338

Print

« იხ. ყველა სიახლე