პროექტი “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" გრძელდება

2010-04-21

პროექტი “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" გრძელდება

2010 წლის 21 აპრილს, 16 საათზე, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკა, II სართ.) გაიმართება ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორის, ლიტვის ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის დირექტორის ნერიუს მალიუკიავიჩუსის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: „არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში“.

შეხვედრაზე განხილული იქნება:
  • ლიტვის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებები;
  • ლიტვის 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნები:
    • კანდიდატები და მათი წინასაარჩევნო პროგრამები;
    • რამდენად დემოკრატიული იყო კანდიდატების მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია;
    • არჩევნების მიმდინარეობისა და შედეგების შეფასება;
    • გამარჯვებული კანდიდატი და საზოგადოების შეფასება.
  • ლიტვა-საქართველოს ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივები.

მომხსენებელი უპასუხებს სტუდენტებისათვის საინტერესო კითხვებს, გაიმართება დისკუსია.

შეხვედრა ხორციელდება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ფარგლებში.

პროექტის პარტნიორები: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, “შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი.”

შეხვდრას დაესწრებიან: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი გიორგი ხუბუა, “შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი”-ს თავმჯდომარე ბ-ნი ვახტანგ რჩეულიშვილი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი

Print

« იხ. ყველა სიახლე