2017-07-03

ტრენინგი მედიაციაში, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის


  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით ა/წ 23-25 ივნისს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამდღიანი ტრეინინგი მედიაციაში პროფესორ-მაწავლებლებისა და სტუდენტებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა აკადემიურ სივრცეში  მედიაციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მომზადებას მედიაციასა და მისი სწავლების მეთოდოლოგიაში, კურიკულუმის განვითარებისა  და სასწავლო მასალების შემუშავების ხელშეწყობას, სტუდენტებისათვის მედიაციისა და მედიაციაში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარებას.

  სამდღიანი ტრენინგის დასრულების შემდგომ დაიგეგმა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური მხარდაჭერით მედიაციის კლინიკის დაფუძნება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  აღნიშნული მიზნით სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში  ცენტრის ინსტიტუციონალური გამოცდილების გაზიარება. 

  ტრენინგს უძღვებოდნენ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ექსპერტები, საერთაშორისო სერტიფიცირების მედიატორები, სამართლის დოქტორი, ასოც. პროფესორი გიორგი ცერცვაძე და სამართლის დოქტორი, ასისტ. პროფესორი ნათია ჩიტაშვილი. ღონისიების 16 მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებით.
მედიაციის ცნობიერების ამაღლების პროგრამა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ მხარდაჭერით ხორციელდება.

იხ. ფოტოგალერეა

Print

« იხ. ყველა სიახლე