ბურკჰარდ ნისერტი: „კონსტიტუცია ერთი მსოფლიოსათვის“
2011-11-27
ბურკჰარდ ნისერტი: „კონსტიტუცია ერთი მსოფლიოსათვის“
მიმდინარე წლის 28 და 29 ნოემბერს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს სტუმრად ეწვევა
გერმანული „მიუტცე კორშის საადვოკატო ბიუროს“ იურისტი ბურკჰარდ ნისერტი
.
28 ნოემბერს, ორშაბათს, 17:00 საათზე იურიდიული ფაკულტეტის საერთო მიმართულების
ბიბლიოთეკაში (I სართ.) ბატონი ნისერტი წაიკითხავს საჯარო ლექციას სახელწოდებით
„კონსტიტუცია ერთი მსოფლიოსათვის“. შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე.
(იხ. ლექციის Microsoft PowerPoint ვერსია)
29 ნოემბერს, სამშაბათს, 17:00 საათზე იურიდიული ფაკულტეტის საერთო მიმართულების
ბიბლიოთეკაში (I სართ.) გაიმართება მისი წიგნის „Gerichtigkeit Verfassung für die Eine Welt“
პირველი საჯარო პრეზენტაცია. შეხვედრისას წარმოდგენილი იქნება აღნიშნული ნაშრომის
ინგლისურენოვანი თარგმანიც. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.
« იხ. ყველა სიახლე