იმიტირებული სასამართლო პროცესები საერთაშორისო მედია სამართალში

2010-03-27

იმიტირებული სასამართლო პროცესები საერთაშორისო მედია სამართალში

(დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდი, 24 - 27 მარტი, 2010)

ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და საერთაშორისო მედია იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ იქნა საერთაშორისო იმიტირებული პროცესების ჩემპიონატი მედია სამართალში. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. წერილობითი სარჩელების საფუძველზე შეირჩა 23 გუნდი; მათ შორის მოხვდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი.

საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებზე სახელმწიფო უნივერსიტეტი წარადგინეს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა: ეკატერინე კოკიჩაიშვილმა, ნანა გვაზავამ, პეტრე ძინძიბაძემ და ქეთევან სარაჯიშვილმა. გუნდი ჩემპიონატისთვის მოამზადა ლევან მესხორაძემ. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის გუნდი უკვე მესამედ მონაწილეობს აღნიშნულ იმიტირებული პროცესების ტურნირში.

საქმე შეეხებოდა ისეთ პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია მედია სამართლის სფეროში, როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მედია სამართლის სფეროში 4 თვის განმავლობაში ეწარმოებინათ კვლევა, მოეპოვებინათ მასალები როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ, წარედგინათ წერილობითი სარჩელები და მონაწილეობა მიეღოთ ზეპირ რაუნდში, რომელიც გაიმართა 2010 წლის 24-47 მარტს, დიდ ბრიტანეთში, ქ. ოქსფორდში.

იმიტირებული პროცესების არბიტრები გახლდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები, გამოჩენილი მეცნიერები, პრაქტიკოსი იურისტები და მედია სამართლის სფეროში მომღვაწე სხვა ექსპერტები.

ფოტოგალერეა
Print

« იხ. ყველა სიახლე