სტუდენტთა 70-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია. (მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 92 წლისთავისადმი)

2010-04-25

სტუდენტთა 70-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია. (მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 92 წლისთავისადმი)

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

2010 წლის 10 მაისიდან 16 მაისამდე ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 92 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა 70-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ტარდება უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანურის სტუდენტებს.

კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება მოხდება თსუ-ის მიერ დაწესებული სიგელებით თითოეული საგანმანათლებლო საფეხურისა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და დაკავებული I, II, II ადგილების შესაბამისად. კონფერენციაში გამარჯვებულ მონაწილეთა სამეცნიერო ნაშრომები დაიბეჭდება სტუდენტთა შრომების კრებულში.

თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე 2009 წლის 6 ნოემბრიდან მოქმედი საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების კონცეფციის სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრა შემდეგი მოთხოვნები:

საუნივერსიტეტო კონფერენციაზე არ დაიშვება:

  1. 2009/2010 წლის შემოდგომის სემესტრის საფაკულტეტო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები;
  2. გასული წლების საუნივერსიტეტო კონფერენციებზე წარმოდგენილი ნაშრომები.

იმუშავებს ექვსი სექცია:

  1. კერძო სამართლის სექცია;
  2. საჯარო სამართლის სექცია;
  3. სისხლის სამართლის სექცია;
  4. საერთაშორისო სამართლის სექცია;
  5. სამართლის მეთოდების სექცია;
  6. სამართლის ისტორიის სექცია.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა კურსის სტუდენტს. თითოეულმა სტუდენტმა უნდა შეარჩიოს ერთი სასურველი სექცია და წარმოადგინოს ნაშრომი ინდივიდუალურად (თანაავტორობა დაუშვებელია).

საუნივერსიტეტო კონფერენციაზე სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი დაიშვება, თუ სტუდენტი ნაშრომთან ერთად წარმოადგენს სამეცნიერო ხელმძღვანელის ან უნივერსიტეტის პროფესორის მიერ გაცემულ მიზანშეწონილობის წერილს.

ნაშრომებისა და თანდართული დოკუმენტების (მიზანშეწონილობის წერილი,დანართი) მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში 2010 წლის 30 აპრილამდე .

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საფაკულტეტო კონფერენციების კოორდინატორს:

გიორგი ამირანაშვილი 893 47 42 02; initiative_group2009@yahoo.com
Print

« იხ. ყველა სიახლე