მემორანდუმი თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და სსიპ "საქართველოს ეროვნულ არქივს" შორის
2012-11-09
მემორანდუმი თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და სსიპ "საქართველოს ეროვნულ არქივს" შორის
2012 წლის, 14 ნოემბერი,13:00საათზე, თსუ I კორპუსი ( პ.მელიქიშვილის
სახელობის აუდიტორია - №115)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“
შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია - ეროვნული არქივის საქმიანობის შესახებ თსუ-ს სტუდენტების
ინფორმირების პროცესისა და საშუალებების ეფექტიანობის ზრდა, მხარეთა მიერ
ერთობლივი პროექტების მომზადება-განხორციელება და ინსტიტუციური მიზნების
მიღწევისათვის ხელშეწყობა.
მემორანდუმი ძალაში შევა მხარეთა წარმომადგენლების მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
« იხ. ყველა სიახლე