დიდი სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებული დანაშაულის თემაზე

2009-12-19

დიდი სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებული დანაშაულის თემაზე

"ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებების კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში" სამეცნიერო პროექტის ფარგლებში 19 დეკემბერს 15 საათზე ჩატარდება ფართო სამეცნიურო კონფერენცია იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში.

სამეცნიერო კონფერენციაზე ორგანიზებული დანაშაულის თემატიკის ირგვლივ მოხსენებებს წაიკითხავენ:

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი გურამ ნაჭყებია – "ორგანიზებული დანაშაულბის კრიმინალიზაციის ზოგადი საწყისები";

პროექტის მენეჯერი ასისტენტ-პროფესორი გიორგი გორაშვილი – "ანტირეკეტული ნორმების კრიმინალიზაციის საზრისი საქართველოში";

პროექტის მინაწილე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი დავით სულაქველიძე – "ანტიქურდული ნორმების სამართალშეფარდების პრობლემები საქართველოში";

პროექტის მონაწილე პროფესორი გოჩა მამულაშვილი – "ბავშვთა ტრეფიკინგის პრობლემები თანამედროვე საქართველოში და მსოფლიოში";

პროექტის მონაწილე პროფესორი ნონა თოდუა – "ტრეფიკინგის დანაშაულთან დაკავშირებული სამართალშეფარდების პრობლემები საქართველოში";

პროექტის მონაწილე პროფესორი რევაზ გოგშელიძე – "ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესუალური საშუალებები".

Print

« იხ. ყველა სიახლე