2013-06-17

პრეზენტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სამაგისტრო პროგრამების შესახებ

საგანმანათლებლო საინფორმაციო ცენტრ "კვალის" ორგანიზებით ამა წლის 18 ივნისს, 17:00 საათზე ინდიანას უნივერსიტეტის რობერტ მაკინის სამართლის სკოლის პროფესორი ჯორჯ ედვარდსი გამართავს პრეზენტაციას.

პრეზენტაციაში განხილული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სამაგისტრო პროგრამები (LL.M.), საერთაშორისო სტუდენტების მიღების კრიტერიუმები, სტიპენდიის მიღების პროცედურები და სხვა მსგავსი საკითხები.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 3, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, 109-ე აუდიტორია.

დასწრება თავისუფალია!

Print

« იხ. ყველა სიახლე