განცხადება სამართლის ეროვნული კონფერენციის თაობაზე

2012-01-25

განცხადება სამართლის ეროვნული კონფერენციის თაობაზე

სამართლის რეფორმა და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრანსფორმაცია საქართველოში
სამართლის ეროვნული კონფერენცია
თბილისი, 10-11 მარტი, 2012 წ.


სამართლის ეროვნული კონფერენცია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების

სამართლის ფაკულტეტებისა და სკოლების მიერ ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიებაა.

კონფერენციის მიზანია სამართლის მეცნიერების განვითარება და სამართლის რეფორმის

თემებზე აკადემიური დებატის წახალისება.

კონფერენცია მრავალდარგობრივია და მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სამართლის,

ისე მომიჯნავე დისციპლინებში მოღვაწე მეცნიერებსა და მკვლევარებს. კონფერენციის

ფარგლებში მუშაობა წარიმართება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

** საკონსტიტუციო სამართალი

** ადმინისტრაციული სამართალი

** სისხლის სამართალი

** საერთაშორისო სამართალი

** ევროპის სამართალი

** კერძო სამართალი.

კონფერენციის ორგანიზატორები განსაკუთრებით მიესალმებიან დისციპლინათაშორის

კვლევებს და მომიჯნავე დისციპლინების წარმომადგენლების მონაწილეობას.

მონაწილეობის პირობები:

კონფერენციაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება 2 ეტაპად. პირველ ეტაპზე კონფერენციაში

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების მოკლე აღწერა (აბსტრაქტი)

ელ. მისამართზე: lawconference@tsu.ge 2012 წლის 3 თებერვლამდე. მოხსენების

მოკლე აღწერა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.

პირველ ეტაპზე კონფერენციაში მონაწილეობის მსურველების მიერ წარმოდგენილი

მოხსენების მოკლე აღწერის (აბსტრაქტის) შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების

საფუძველზე:

** პრობლემის აქტუალობა

** პრობლემის რელევანტურობა

** პრობლემის განხილვა შედარებითი პერსპექტივის საფუძველზე.

მე-2 ეტაპზე შერჩეული კანდიდატი ვალდებულია 2012 წლის 25 თებერვლამდე

წარმოადგინოს მოხსენება სრული სახით.

მოხსენებების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

** მოხსენების ორიგინალურობა - მოხსენება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;

** ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა - ავტორმა უნდა დაიცვას ციტირების წესები (ჩიკაგოს სტილი);

** მოხსენების მოცულობა - არ უნდა იყოს 5 000 სიტყვაზე ნაკლები.

კონფერენციის თარიღი: 10-11 მარტი, 2012 წ.

წინასწარი განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 თებერვალი, 2012 წ.

მონაწილეობის გადასახადი: 2011 წლის კონფერენციისთვის მონაწილეობის გადასახადი არ

დაწესებულა. კონფერენციის ხარჯებს დაფარავენ დამფუძნებელი უნივერსიტეტები,

სპონსორები და პარტნიორი ორგანიზაციები.

Print

« იხ. ყველა სიახლე