სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის კაბინეტი

            
სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის კაბინეტი არის სპეციალიზებული ბიბლიოთეკა (გამგე ქეთევან აბესაძე), რომელიც დაარსდა 1995 წელს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაზაზე. ბიბლიოთეკა შეიცავს 30 000-მდე წიგნს როგორც ინსტიტუტის, ისე ფართო პროფილით.

თავიდან ბიბლიოთეკის დანიშნულება იყო სტუდენტებისათვის გაეადვილებინა მუშაობა და კველა იმ საგნის შესწავლისას, რომელიც ისწავლებოდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ბიბლიოთეკის დანიშნულება იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჭირო მასალის მიწოდება, ძალიან მალე კლასიკური ფილოლოგიის სპეციფიკიდან გამომდინარე დაიწყო წიგნადი ფონდის შევსება სხვა ჰუმანიტარული დისციპლინებისათვის აუცილებელი ლიტერატურით.

ცნობილი ქართველი მეცნიერის ბაქარ გიგინეიშვილის ოჯახმა გადმოსცა ბიბლიოთეკას მეცნიერის ფონდი, დაახლოებით 3000 ერთეული. ასევე, ცალკეა გამოყოფილი ოთარ ჯინორიასა და თინათინ ყაუხჩიშვილის ფონდები, რომლებშიც არამხოლოდ კლასიკური ფილოლოგიის, არამედ ისტორიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურის შესახებ გამოკვლევებია თავმოყრილი.

წლების განმავლობაში ბიბლიოთეკას შეემატა უამრავი ლიტერატურა კულტუროლოგიურ, სოციოლოგიურ, ფილოსოფიური სფეროებიდან. ბიბლიოთეკაში დაცულია ცნობილი უკრაინელი მეცნიერის, ა. ბელეცკის, დაახლოებით 10000-წიგნიანი ფონდი ძირითადად ენათმეცნიერების ხასიათისა.

დიდმა გერმანელმა მეგობარმა შმიდტმა ანდერძით თავისი ბილიოთეკა დაუტოვა ს. ყაუხჩიშვილის ბიბლიოთეკას. ამიტომ შეემატა ფონდს ევროპულ ენებზე თანამედროვე გამოკვლევებიც. დაწყებულია კომპიუტერული დამუშავება ბიზანტინისტიკის წიგნადი ფონდისა. გამუდმებით ივსება კლასიკური ავტორების ნაწარმოებთა რიცხვი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საბერძნეთიდან მოწოდებული წიგნებით.

ინსტიტუტის მიერ შესრულებული თარგმანები და ახალი გამოცემები დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს მისამართზე: www.lingvo.ge

ბიბლიოთეკა მდებარეობს თსუ VIII კორპუსში, III სართულზე.