ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-22

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ განცხადება

2016 წლის 22 თებერვალს გაიმართა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდის“ სხდომა, რომელზედაც განხილულ იქნა იმ სტუდენტების ანკეტები, რომლებმაც განაცხადეს ფინანსური მხარდაჭერის მიღების სურვილი. სხდომას ესწრებოდნენ ფონდის დამფუძნებლები და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

ფონდის მიერ განხორციელდა სტუდენტთა ფინანსური დახმარების მესამე ეტაპი, რომლის მიხედვითაც დაფინანსდა 24 სტუდენტი. აქედან ბაკალავრიატის 5 სტუდენტს დაენიშნა სემესტრული სტიპენდია, ხოლო ბაკალვრიატის 12 სტუდენტს და მაგისტრატურის 7 სტუდენტს გაეწია ერთჯერადი ფინანსური დახმარება სწავლის საფასურის გადახდის მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ფონდის დაარსების შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმატებულმა, მაგრამ ხელმოკლე და სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა, რომელთა  GPA 3.5-ზე მეტია, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს. კერძოდ, 2015 წლის თებერვალში ფინანსური დახმარება გაიცა 18 სტუდენტზე. ხოლო 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსებულ იქნა 21 სტუდენტი, ხოლო ერთს დაენიშნა სტიპენდია.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სწავლის ხელშეწყობის ფონდი“ თანამშრომლობის გამო მადლობას უცხადებს ფონდის პარტნიორებს: თბილისის მერიას, კომპანია „ზედაზენს“, კომპანია „ვისოლს“ და სხვებს, ასევე  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე